დენიელ ჰოლტგენი -საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქე, მათ შორის LGBTI-პირები იყვნენ დაცულები ძალადობისგან
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი დენიელ ჰოლტგენი საქართველოში 17 მაისის მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ევროსაბჭოს პრესსპიკერი წერს, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქემ საკუთარი უფლებები განახორციელოს.
„ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის LGBTI-პირებს შეეძლოთ გამოიყენონ თავიანთი უფლება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციაში და იყონ დაცულები ძალადობისგან“, – წერს დენიელ ჰოლტგენი „ტვიტერში”.
დენიელ ჰოლტგენი განცხადებასთან ერთად ინტერნეტ-გამოცემა Eurasianet-ის სტატიას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისში შიშისა და ძალადობის ფონზე ლგბტ უფლებების დასაცავად მცირე აქცია გაიმართა.