დენიელ ჰოლტგენი - მოხარული ვართ, რომ 17 მაისს პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაიცვა
დენიელ ჰოლტგენი - მოხარული ვართ, რომ 17 მაისს პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაიცვა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერის დენიელ ჰოლტგენის განცხადებით, მისასალმებელია, რომ  პოლიციამ საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაიცვა.

„მოხარული ვართ, რომ დღის ბოლოს თბილისში აქცია ჩატარდა და პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაიცვა“, – განაცხადა ჰოლტგენმა პირველ არხთან საუბრისას.

მანამდე, დენიელ ჰოლტგენი საქართველოში 17 მაისის მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქემ საკუთარი უფლებები განახორციელოს.