დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი აცხადებს, რომ სატელევიზიო დებატებზე ჯო ბაიდენის გამოსვლა „ცუდ ღამეზე მეტი იყო“
დემოკრატი კონგრესმენის, ჯერი კონოლის შეფასებით, სატელევიზიო დებატებზე ჯო ბაიდენის გამოსვლა „ცუდ ღამეზე მეტი იყო“. ამის შესახებ განცხადება კონოლიმ „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„მე მჯერა, რომ ის რაც დებატების დროს მოხდა, უბრალოდ ცუდი ღამე არ ყოფილა და სწორედ ამიტომ ამ სურათმა წარუშლელი კვალი დატოვა ბევრი ადამიანის გონებაში“. – განაცხადა კონგრესმენმა.
კონოლიმ ასევე ისაუბრა ჯო ბაიდენის ინტერვიუზე, რომელიც პრეზიდენტმა დებატების შემდეგ ტელეკომპანია „ეიბისის“ მისცა. მისი შეფასებით, ზოგადად, ბაიდენის ინტერვიუ კარგი იყო, მაგრამ იყო რამდენიმე შემაშფოთებელი ასპექტიც, თუმცა კონოლის ღიად არ მოუწოდებია ბაიდენისთვის, გამოეთიშოს საარჩევნო რბოლას.
„ყოვლისშემძლე ღმერთის ჩართვა, როგორც ერთადერთი ძალისა, რომელსაც შეუძლია მას გადააფიქრებინოს წინსვლა. იმედი მაქვს, ბაიდენს სინამდვილეში ეს არ უგულისხმია“, – განაცხადა კონოლიმ.
ცნობისთვის, „ეიბისისთან“ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს, გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს, ყოვლისშემძლე ღმერთია.
ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გამოთიშვისკენ მოუწოდა აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველმა, დევიდ აქსელროდმა. მისი თქმით, ქვეყნის წინაშე ვალდებულება და ქვეყნის სიყვარული მოითხოვს ბაიდენისგან გვერდზე გადგეს. აქსელროდის თქმით, მას სჯერა, რომ საბოლოოდ ბაიდენი ასეც მოიქცევა.