დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია რამდენიმე დღით შეაჩერა
დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია რამდენიმე დღით შეაჩერა

დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება კამალა ჰარისმა მას შემდეგ მიიღო, რაც მის თანაშემწეს და თვითმფრინავის ეკიპაჟს ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. არც ერთ მათგანს ჰარისთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია.

მომხდარის გამო, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჩრდილოეთ კაროლინაში აღარ ჩავიდა, სადაც მისი წინასაარჩევნო შეხვედრა იყო დაგეგმილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრს, რომლითაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი მგზავრობდა. თავად ბაიდენს თვითიზოლაცია არ მოუწევს, რადგან მას ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.