„დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის“ კვლევა - ავტორიტარიზმის აღმასვლის კვალდაკვალ, ევროპული დემოკრატიები უნდა გამოცოცხლდნენ
ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში აღნიშნულია, რომ ავტორიტარიზმი მსოფლიოში აღმავლობის სტადიაზეა, ხოლო დემოკრატიული მთავრობები „კოვიდ-19“-ით სარგებლობენ და შემზღუდავ ზომებს მიმართავენ.
„დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო ათ წელიწადში იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლას განიცდიან, გაორმაგდა. ანგარიშში ასეთ ქვეყნებს შორის დასახელებულია უნგრეთი, პოლონეთი და სლოვენიაც.
„დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის“ კვლევა 2020 და 2021 წელს 165 ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზზეა დაფუძნებული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ავტორიტარიზმის აღმასვლის ტენდენცია გააძლიერა და მთავრობებს მიეცათ ახალი შესაძლებლობა დაესუსტებინათ დემოკრატია.
„ქვეყნების ნაწილმა ისარგებლა პანდემიით, კერძოდ დეზინფორმაციის საფრთხით და ამ მიზეზით შეზღუდა სიტყვის თავისუფლება“,- განაცხადა „დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გენერალურმა მდივანმა.
ანგარიშის ავტორების თქმით, ევროპაში პანდემიამ ყველაზე მეტად დააზიანა გამოხატვის თავისუფლება და მედია.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ახალი კვლევის შედეგები წინ უსწრებს ჯო ბაიდენის ინიციატივით ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს დემოკრატიებისთვის, სადაც ლიდერები დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.
როგორც „დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტში“ აცხადებენ, ახლა მსოფლიოს სჭირდება კოლექტიურ ძალისხმევა დემოკრატიის დასაცავად, რაშიც მთავრობებთან ერთად უნდა ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემიური წრეები.
აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილი სამიტი დემოკრატიისთვის 9-10 დეკემბერს გაიმართება.