დემოკრატიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან კავშირის ბრალდებით, მილიარდერ ჯიმი ლაის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა
დემოკრატიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან კავშირის ბრალდებით, მილიარდერ ჯიმი ლაის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა

დემოკრატიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან კავშირის ბრალდებით, ჰონგ-კონგელ მედიამაგნატს, მილიარდერ ჯიმი ლაის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ჯიმი ლაი სასამართლოში რამდენიმე აქტივისტთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც მანამდე დამნაშავედ ცნეს 2019 წელს ჩატარებული მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

2019 წლის 18 აგვისტოს ჩატარებული საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალდებით სულ ცხრა ადამიანი გაასამართლეს. კიდევ სამს მსჯავრი იმავე წლის 31 აგვისტოს ჩატარებულ აქციაში მონაწილეობისთვის დასდეს.

„ეფლ დეილის“ 73 წლის დამფუძნებელი, ჯიმი ლაი ჩინეთის აქტიური კრიტიკით არის ცნობილი.