დემოკრატი კონგრესმენი ზოე ლოფგრენი - დღეს იმპიჩმენტის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს
დღეს იმპიჩმენტის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა, ზოე ლოფგრენმა წარმომადგენელთა პალატში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დემოკრატების მოთხოვნით დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.
ოპონენტები აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესის დარბევის წახალისებაში ადანაშაულებენ.
„დღეს ჩვენ არ გვჭირდება ხანგრძლივი გამოძიება, რათა დავადგინოთ, რომ პრეზიდენტმა წაახალისა ულტრამემარჯვენე ტერორისტები, რათა ისინი მთავრობის დასამხობად თავს დასხმოდნენ კონგრესს. ეს ქმედება პრეზიდენტმა საჯაროდ ჩაიდინა. მისი ქმედება ყველაზე სერიოზული თავდასხმაა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად ექვემდებარება იმპიჩმენტს“, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ზოე ლოფგრენმა.
მისივე თქმით, თუ ახლა კონგრესი არ დაიწყებს ტრამპის იმპიჩმენტს, მაშინ ზოგადად ამ პროცედურის არსებობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.
„თუ ჩვენ ქვეყანას არ დავიცავთ და იმპიჩმენტს არ დავიწყებთ, მაშინ ჩვენ ვუღალატებთ ჩვენს მიერ დადებულ ფიცს, რომელშიც აშშ-ის კონსტიტუციის დაცვის პირობა დავდეთ ყველა მტრისგან, როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან“, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა.