დემოკრატებმა აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს
დემოკრატებმა აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს

დემოკრატებმა აშშ-ის სენატში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს. პროცესი 8 თებერვალს დაიწყება და სასამართლო განხილვის ფორმატში წარიმართება. სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს „ამბოხის წახალისებაში“, რომლის შედეგადაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ, შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. ეს გულისხმობს, რომ სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მანამდე ტრამპს იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატამ გამოუცხადა. 13 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, იმპიჩმენტს მხარი 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ დაუჭირა. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

სენატის მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს უფლებამოსილება შეეზღუდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან დაიკავოს რაიმე საჯარო პოსტი.