დემოკრატები კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის შემსწავლელ კომისიას ჩამოაყალიბებენ
დემოკრატები კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის შემსწავლელ კომისიას ჩამოაყალიბებენ.
ამის შესახებ განცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალური კომისია, რომელსაც დემოკრატები ჩაუდგებიან სათავეში „დაადგენს სიმართლეს, რათა მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდეს“.
მისივე თქმით, „კომისია იმუშავებს იმდენხანს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.“
კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა უახლოეს დღეებში დასახელდება.
დემოკრატებმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რესპუბლიკელმა სენატორებმა კაპიტოლიუმის შტურმის შემსწავლელი ორპარტიული კომისიის შექმნაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ამ მოვლენების დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი. მათ შორის ერთი პოლიციელი.