დემოკრატ კონგრესმენთა ჯგუფმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა
დემოკრატ კონგრესმენთა ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Time ავრცელებს.
ექსვმა დემოკრატმა, სენატორ სტივენ კოენის ხელმძღვანელობით, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც დონალდ ტრამპს აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს.
დოკუმენტის ავტორები გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებას კანონის დარღვევად აფასებენ და ტრამპს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამას გარდა, დემოკრატების ჯგუფი პრეზიდენტს საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.
კონგრესმენების ინიციატივა უკვე გადაეცა წარმოამდგენელთა პალატას. აშშ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობას. ამისთვის აუცილებელია წარმომადგენელტა პალატის ხმათა უმრავლესობის მოპოვება, შემდეგ კი სენატის წევრების ხმების ორი-მესამედი.