დემეტრაშვილი ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ვარშავის ღია პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში სამი ქართველი იასპარეზებს.
გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, ხოლო მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ფინალშია და ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შეჯიბრზე ქართველმა ახალგაზრდა ძიუდოისტმა, გიორგი ტერაშვილმა (73კგ) საერთაშორისო ასპარეზზე უფროსებს შორის პირველი მედალი მოიპოვა. ის პოლონეთში, ვარშავის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა. გიორგიმ ნახევარფინალში ბრიტანელი პოუელი ვაზარით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი მასპინძელ ვიქტორ მროუჟინსკისთან დამარცხდა.
ტურნირის ფინალურ ბლოკში იასპარეზა გიორგი სარდალაშვილმაც (-60კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ფრანგ ძიუდოისტთან დათმო.