საქართველოს ძიუდოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ანტალიის გრანდ სლემზე ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ანტალიის გრანდ სლემზე ცნობილია #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში 1-3 აპრილს ჩატარდება გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოში. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წინასწარი განაცხადი შეჯიბრისთვის უკვე ცნობილია. ანტალიაში შვიდ კაცს და სამ ქალ სპორტსმენს ვიხილავთ.

ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე – 60 კგ.), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ორი წონითი კატეგორია გაორებულია, მაგრამ არ გვეყოლება წარმომადგენელი 66 და 73 კგ-ებში.

ანტალიის გრანდ სლემზე უკვე 61 ქვეყნის 447 წარმომადგენელია დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.