გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში 81კგ-ში მოასპარეზე გიორგი შერაზადიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სუფთა გამარჯვებით უკრაინელი ძიუდოისტი დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის ფინალურ დაპირისპირებაში რუს ძიუდოისტს სძლია.

დღეს ტურნირზე 90 კგ-ში ნიკა ხარაზიშვილი და ლაშა მღებრიშვილი გამოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა.

ხვალ, მსოფლიო პირველობის დასკვნით დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს.