ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვა. 73 კგ-ში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. ქართველი პირველ დაპირისპირებაში ამერიკელ დომინიკ როდრიგესისა და უნგრელ ბენჩე ბოროსის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება.

81 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება და ორივე მათგანი შეჯიბრზე პირველივე ეტაპიდან ჩაებმება – გიორგი შერაზადიშვილი ბრიტანელ ლაჩიან მურჰედს შეხვდება, ხოლო ზაურ დვალაშვილის მოწინააღმდეგე უნგრელი ბენდეგეზ დემეტერი იქნება.

წინასწარი შეხვედრები 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.