ქართველმა ძიუდოისტებმა ვარშავის ღია პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ქართველმა ძიუდოისტებმა ვარშავის ღია პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

​პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულებულ ღია პირველობაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ჯამში ოთხი მედალი – ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ გიორგი შერაზადიშვილი (-81) და ნიკა ხარაზიშვილი (-90), ხოლო ვერცხლის მედლებს – გიორგი ტერაშვილი (-73) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100) დაეუფლნენ.

საქართველო ნაკრები ვარშავის ღია პირველობაზე სრულად ახალგაზრდული ნაკრებით იყო წარმოდგენილი. ტურნირზე გამომსვლელი რვა ძიუდოისტიდან უმეტესობას უფროსებს შორის გამართულ საერთაშორისო ასპარეზზე დებიუტი ჰქონდათ. ოთხივე პრიზიორისთვის მოპოვებული მედალი საერთაშორისო შეჯიბრზე უფროსებს შორის კარიერის პირველი ჯილდოა.