“ბარსელონას” ფრანგმა ლეგიონერმა უსმან დემბელემ, შესაძლოა, მოასწროს ესპანეთის ჩემპიონატში “რეალის” წინააღმდეგ მატჩისთვის გამოჯანმრთელება. ამის შესახებ განაცხადა ექიმმა საკარი ოკავამ, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა “დორტმუნდის” ყოფილ ფორვარდს. ამ სეზონის რიგით პირველი “ელ კლასიკო” 23 დეკემბერს გაიმართება.
“მისი აღდგენა იმაზე გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. ვიდრე ველოდით, – განაცხადა ოკავამ გაზეთ AS-თან კომენტარში. – შესაძლოა, მან მოასწროს “რეალთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელება, თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს. მას შეეძლება ბურთთან მუშაობის დაწყება ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. ამასთან, არსებობს რეციდივის მცირე რისკი, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა”.
20 წლის ფრანგი “ბარსელონაში” “დორტმუნდიდან” ამ ზაფხულს 180 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ახალ კლუბში სამი მატჩი ჩაატარა და შემდეგ, მუხლის ტრავმა მიიღო.