„დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ჟანგბადის მწვავე დეფიციტია
„კოვიდ 19“-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ის ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ჟანგბადის მწვავე დეფიციტია.
ექიმების განცხადებით, ამჟამინდელი სტაციონარული პაციენტების უმრავლესობა ვაქცინის არც ერთი დოზით არ არის აცრილი.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე ქვეყანაში სავარაუდოდ კიდევ 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება „კოვიდ 19“-ით.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ვითარების გამწვავებას ოქტომბრისთვის ელოდებიან. ცნობილი ხდება, რომ ისრაელი ყველა აცრილ ადამიანს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებს.