დეკემბერში საქართველოში ირანის 753 და ინდოეთის 433 მოქალაქე არ შემოუშვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დეკემბერში 2055 ადამიანი არ შემოუშვეს.
სტატისტიკაში პირველ ადგილზე ირანია. ამ ქვეყნის 753 მოქალაქე არ შემოუშვეს საქართველოში. ქვეყანაში ვერ შემოვიდა ინდოეთის 433, თურქეთის 218 და სომხეთის 101 მოქალაქე.
ფიქსირდება უარი შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებზეც: რუსეთი (55), უზბეკეთი (55), თურქმენეთი (30), პაკისტანი (23), ყირგიზეთი (18), უკრაინა (16), ჩინეთი (12), სირია (11), ერაყი (10), ფილიპინები (10) და ყაზახეთი (10).
ამის გარდა, საქართველოში ვერ შემოვიდნენ კიდევ 32 ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე ოთხი პირი.
შსს-ს მონაცემებით, დეკემბერში საქართველოდან აზერბაიჯანის ორი, ლიბანის, მაროკოსა და შრი-ლანკის თითო მოქალაქე გააძევეს.