დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 16.3 პროცენტით გაიზარდა
დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 16.3 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 138.4 მილიონი დოლარი (363.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით მეტია 2016 წლის დეკემბრის  მაჩვენებელზე.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ფულადი გზავნილების მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთი  45.0 მილიონი დოლარით (32.5%),  მეორე ადგილზეა იტალია – 15,4 მილიონი დოლარით (11,1%),  მესამე პოზიციას კი 15,1 მილიონი დოლარით საბერძნეთი იკავებს (10,9%).

პირველ ხუთეულში ასევე არიან აშშ-ი, საიდანაც საქართველოში გასული წლის დეკემბერში  13.1 მილიონი დოლარი გადმოირიცხა და ისრაელი – 12.4 მილიონი დოლარით.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.4 პროცენტი მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.8 მლნ აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 2016 წლის ნოემბერში გადარიცხული 18.2 მლნ აშშ დოლარისა (48.3 მლნ ლარი).