დეკემბერში ექსპორტისა და იმპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
2019 წლის დეკემბერში საქართველოში ექსპორტისა და იმპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
საქსტატის ცნობით, ექსპორტმა 390.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით, ხოლო წინა რეკორდულ მაჩვენებელზე (2019 წლის ნოემბერი) 12.9 პროცენტით მეტია.
იმპორტის მოცულობა 2019 წლის დეკემბერში 927 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის დეკემბერზე 12.8 პროცენტით, წინა რეკორდულ მაჩვენებელზე (2018 წლის ოქტომბერი) შვიდი პროცენტით მეტია.
დეკემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1317.4 მილიონი დოლარი შეადგინა, უარყოფითმა ბალანსმა კი 536.7 მილიონი დოლარი.