დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც
ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.
„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ, რომ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და ჩვენთან, მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი, მით უმეტეს – ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც გვავალდებულებს წმინდა წერილი. კერძოდ, პავლე მოციქული და ზოგადად ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ განსაცდელის ჟამს და მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ არა მთელმა გარეგანმა არ დაგვაშოროს სიყვარულსა ქრისტესა, ამინ“, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.