დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გთხოვთ, თავი შეიკავეთ საყვედურებისგან, თითქოს საპატრიარქომ უყურადღებოდ დატოვა აქციაზე დაზარალებულები, რადგან ყველაფერი არ ჩანს ზედაპირზე
გთხოვთ, თავი შეიკავეთ საყვედურებისგან, თითქოს საპატრიარქომ უყურადღებოდ დატოვა აქციაზე დაზარალებულები, რადგან ყველაფერი არ ჩანს ზედაპირზე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. ის რამდენიმე ფოტოსაც ავრცელებს.
„იწერება საყვედურიანი პოსტები, თითქოს საპატრიარქომ უყურადღებოდ დატოვა აქციაზე დაზარალებული ადამიანები.
ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია თავის მსახურებას აღასრულებს ზედმეტი გახმაურების გარეშე. არც იქნებოდა ლამაზი ეკლესიისაგან ყველა კეთილი საქმე გაგვეხმაურებინა.
ამ ჯერზეც შემთხვევით გადაღებულ ფოტოებს ვავრცელებ, მხოლოდ იმისათვის რომ ტყუილმა არ დააბრკოლოს ვინმე.
სასულიერო პირებმა მოინახულეს მრავალი დაზარებული და რა თქმა უნდა, თავად არ ისურვეს დაეფიქსირებინათ ეს ფაქტი.
გთხოვთ, თავი შეიკავეთ საყვედურებისგან, რადგან ყველაფერი არ ჩანს ზედაპირზე“, – აღნიშნავს „ფეისბუქში“ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.