დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, ლევან მამალაძე აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით წერილის დაწერა გადააფიქრებინა.
„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა აღდგომამდე ეპისკოპოსებს დაავალა წერილის მომზადება, რომლითაც უნდა მიემართათ პრეზიდენტისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ეს წერილი არ დაიწერა იმ ქალბატონის გადაწყვეტილებით, რომელიც მოკალათებული არის ამ დაწესებულებაში და ეკლესიას შიგნიდან ებრძვის.
უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს მივმართავთ, რომ აიღოს ხელში სადავეები, აიღოს ღვთისგან ბოძებული უფლება და მის ნებას ამ ქალბატონის ნებამ არ გადააჭარბოს. ვთხოვთ კათოლიკოს-პატრიარქს, გადადგას ნაბიჯი და მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით, რათა დაუყონებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე”, – აცხადებს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.
საპატრიარქოსთან აქციას დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც ესწრებიან.