დეივესონ ფიგუეირედო - პირობას ვიძლევი, ბრენდონ მორენოს დამარცხების შემდეგ, სეხუდოს აუცილებლად მივხედავ
დეივესონ ფიგუეირედო - პირობას ვიძლევი, ბრენდონ მორენოს დამარცხების შემდეგ, სეხუდოს აუცილებლად მივხედავ

დეივესონ ფიგუეირედოსთვის 2020 წელი კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ბრაზილიელმა წლის საუკეთესო მებრძოლის პრიზი სრულიად ლოგიკურად მიიღო. გასულ წელს „ომის ღმერთმა“ ჯოზეფ ბენავიდეზი ორჯერ დაამარცხა. ამის შემდეგ ტიტული ალექს პერესთან დაიცვა. ბოლოს კი ფიგუეირედო მექსიკელ ბრენდონ მორენოს დაუპირისპირდა. ბრძოლა იმდენად შთამბეჭდავი და სანახაობრივი გამოდგა, რომ შემდგომ ის წლის საუკეთესო ბრძოლადაც აღიარეს. მსაჯების გადაწყვეტილებით დაფიქსირდა ფრე და ტიტული ბრაზილიელს დარჩა. ბრენდონ მორენოსთან რემატჩი აპრილში ან მაისში შედგება.

AG Fight-თან საუბრისას დეივესონმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ბრენდონ მორენოსთან ბრძოლის შემდეგ, ჩემპიონს ტიტულის ყოფილ მფლობელთან, ჰენრი სეხუდოსთან სურს დაპირისპირება.

სეხუდოს ძალიან უყვარს ბევრი ლაპარაკი. დიდი სურვილი მაქვს, რომ შევხვდე და დავამარცხო. მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს. ვგეგმავ, დამაჯერებლად დავამარცხო მორენო, შემდეგ კი სეხუდო გამოვიძახო. ჰენრის ყოველი სიტყვისთვის მოუწევს პასუხის გაცემა. თუ მას ჰგონია, რომ ის მოჭიდავეა, მინდა შევახსენო, რომ მისნაირი არაერთი მეტოქე დამიმარცხებია. მისი ნოკაუტით დამარცხებას ვგეგმავ. მას შემდეგ რაც მორენოს გაკვეთილს ჩავუტარებ სწორედ სეხუდოს გამოვიძახებ.“