ახალი ზელანდიის ნაკრების კვაჭმა, დეინ ქოულზმა, საფრანგეთის ნაკრებთან თამაშისას მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო.
როგორც “ოლ ბლექსის” მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ჰენსენმა დაადასტურა, დეინ ქოულზმა მყესი გაიწყვიტა და იგი მოედანს მინიმუმ ექვსი თვე ვერ დაუბრუნდება.
“მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება” – დაამატა ჰენსენმა. “დანარჩენს სახლში დაბრუნებისთანავე გავარკვევთ”.
ქოულზი ახალ ზელანდიაში დაბრუნდება. მის ნაცვლად გუნდს არავინ დაემატება. ძირითად შემადგენლობაში ქოულზის ნაცვლად სავარაუდოდ ქოდი ტეილორი ითამაშებს, ხოლო მარქაფაში ადგილს ნათან ჰარისი დაიკავებს.