„დეილი მეილი“ - პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ვიდეო ოლიმპიადის ოფიციალური გვერდიდან მზარდი კრიტიკის გამო წაშალეს
ბრიტანული „დეილი მეილის“ ინფორმაციით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ვიდეო ოლიმპიადის ოფიციალური გვერდიდან მზარდი კრიტიკის გამო წაშალეს.
გამოცემის ცნობით, ვიდეო იუთუბგვერდიდანაც წაშლილია.
„დეილი მეილი“ წერს, რომ დაუკავშირდა როგორც ოლიმპიური თამაშების, ისე პარიზის თამაშების წარმომადგენლებს, რომლებსაც ვიდეოს წაშლის მიზეზი არ დაუსახელებიათ.