Defence One - რუსეთი პოლონეთის საზღვართან სამხედრო ობიექტებს აშენებს
რუსეთი პოლონეთის საზღვართან სამხედრო ობიექტებს აშენებს. ინფორმაციას გამოცემა Defence One-ი სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კალინინგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2015 წლის შემდეგ, 2018 წლის ივნისამდე კი მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა საბრძოლო მასალის საწყობის მსგავსი ობიექტების შესაქმნელად.
სამხედრო ინფრასტრუქტურა ბალტიისკში შეიქმნა . Planet Labs-ის გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ პოლონეთის საზღვართან ბუნკერების მსგავსი ობიექტები გაჩნდა. სატელიტის სურათებში ასევე ჩანს მშენებარე რკინიგზის ხაზი.
„რუსეთმა მსგავსი გზა საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2008 წელს, ამ ქვეყანაში შეჭრამდე ააშენა“ – წერს გამოცემა Defence One-ი.