დედოფალი ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე პრინცი ფილიპი 20 ნოემბერს ქორწინების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ
დედოფალი ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე პრინცი ფილიპი 20 ნოემბერს ქორწინების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე პრინცი ფილიპი 20 ნოემბერს ქორწინების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ.

წყვილმა ჯვარი 1947 წელს ვესტმინსტერის სააბატოში დაიწერა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნას დედოფალი ოჯახის წევრებთან ერთად უინძორის სასახლეში ვიწრო წრეში გეგმავს.

წყვილი ერთმანეთს პირველად ელიზაბეტის ბიძის, კენტის ჰერცოგის, ქორწილში 1934 წელს შეხვდა, როდესაც მომავალი დედოფალი ჯერ კიდევ 8 წლის იყო. ფილიპმა მომავალი მეუღლის ყურადღება ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში სამეფო ოჯახის ვიზიტის დროს მიიქცია, სადაც ის კადეტად მსახურობდა, მაშინ ელიზაბეტი მხოლოდ 13 წლის იყო. ეს ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ქორწინებაა.

აღსანიშნავია, რომ მშობლებისგან განსხვავებით, დედოფლისა და პრინცი ფილიპის 4-დან 3 შვილის ქორწინება კრახით დასრულდა.

სამეფო წყვილის ხანგრძლივი ქორწინება ერთადერთი რეკორდული მაჩვენებელი არ არის. დედოფალი ელიზაბეტ მეორე ასევე პირველი მონარქია, რომელმაც ტახტზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, დღეისათვის უკვე 65 წელი გაატარა. მანამდე ამ ტიტულს დედოფალი ვიქტორია ფლობდა, ის სამეფოს 63 წელი მართავდა.