დედაქალაქში ტაქსით საქმიანობისთვის ნებართვის მიღება ფასიანი იქნება.
შესაბამისი ცვლილებები – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებებით, დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით დედაქალაქის მთავრობა, ან დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული გასცემს. პროექტში ნათქვამია, რომ ნებართვის მაძიებელი ტაქსი გადაყვანის ნებართვის მისაღებად ნებართვის საფასურს გადაიხდის.
ამასთან, ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო გასცემს.
ინიციატივით, ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი დედაქალაქის ბიუჯეტში ჩაირიცხება. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.