ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, დოდაშვილის ქუჩა № 22(18)-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ასევე 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში წინამძღვრიშვილის ქუჩა № 24, № 34, № 34/24 და ქურდიანის ქუჩა № 24-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში რიწის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.