დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, მაჩაბლის ქუჩა №7-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
ასევე, ქალაქ თბილისის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში კედიას ქუჩის №3 და №10-ში არსებული შპს „კედიას 10“ და შპს „GD Group”-ის საცხოვრებელი კორპუსების, თევდორე მღვდლის 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქუჩის 8, ზუგდიდის ქუჩის 3, ცემის, სოხუმის ქუჩის 4-6ა, ბაქრაძის ქუჩის 4, ვანის ქუჩის 4, 7, არჩილ კერესელიძის ქუჩის 1, 2, 3, 5, ფოთის ქუჩის 12/14, გოგოლაურის ქუჩის 18ა, დიდუბის ქუჩის 2შ.14, 19ბ, 20, წერეთლის გამზირის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 კორპუსებისა და 57, 58, 59, 61, 63, 65-1, 63-1, 63-2, 67, 69, 71, 72, 73, 74, 77, 77ა, 77b, 87ა, 87ბ, 87ზ, ევდოშვილის ქუჩის 3, 18, 2/10-1, 2/10-2, 2/10-3, 2/10-4, 2/10-5, 2/10-6, 2/10-7, 2/10-8 ნომრებში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, 207-ე საბავშვო ბაღს, სს „სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას“, შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრს“ და სხვა. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 27 მარტის დილის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის განმავლობაში.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.