დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №14-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის III მიკრორაიონის კორპუსი №25-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩა №25-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, თამარაშვილის ქუჩა №13ო-ში მდებარე შპს „დომუსის“ საცხოვრებელი კომპლექსის „ც“ ბლოკის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ასევე თბილისის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ც.დადიანის ქუჩის №7, №21/23, პ.სააკაძის ქუჩის №19, №29, გროზნოს ქუჩის №11, №13, ტერენტი გრანელის ქუჩის №10-12, მარჯანიშვილის ქუჩის №48-58, №53-67, ნორიოს აღმართის, დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ლამის, ლარეხის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, მამარდაშვილის, ზაზიაშვილის, მარუაშვილის, აფხაზეთის, 9 ძმის, აგარის, სამურზაყანოს, გროზნოს, მამრაძის, როსტოვის, კლდიაშვილის, ჩანჩიბაძის, თეთნულდის, კიკვიძის, სულუხიას, ახალციხის, კ.აბაშიძის, მაზნიაშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კალანდარიშვილის, ტ.გრანელის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტურგენევის, ბენაშვილის, ფიროსმანის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო დაწესებულებებსა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, №26, №30 და №36 საჯარო სკოლებს, შპს „კავკასიის უნივერსიტეტს“, №69 და №34 საბავშვო ბაგა-ბაღებს და სხვა.
გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება სამშაბათს, 20 მარტს, დილის 10:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.