დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“​ ინფორმაციით, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, სამტრედიის ქუჩის №13, №15, №17, აგლაძის ქუჩის №37, №37ა, №39ა, №39ბ, გაფრინდაულის ქუჩის №6, გვეტაძის ქუჩის №4, №6, №8, №10, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის №5ა-1 და აკაკი წერეთლის გამზირის №48-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

ასევე, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის III კვარტლის №11, №12, №13, №14, №20, №26, №27, №32, №33 და №34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, ხეთაგუროვის ქუჩის №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.