დედაქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, ლეონიძის ქუჩის № 7, № 7/2, ინგოროყვას ქუჩის № 1/9, №3, სულხან საბას ქუჩის № 2/7, № 4, № 6-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩის № 25-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, დიმიტრი უზნაძის ქუჩის № 2-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე საირმის, გორის, დოლიძის, ტუსკიას, იყალთოსა და ლიხაურის ქუჩებზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ლიხაურის ქუჩის № 35, № 45ა, № 45ა/35ბ, იყალთოს ქუჩის № 4, № 44ბ/44ა, ტუსკიას ქუჩის № 25, ქარელის ქუჩის № 25, ბახტრიონის ქუჩის № 30, ფანასკერტელი ქუჩის № 1, № 12, № 12ა, № 17, № 18, № 18ბ, № 19, № 20, № 20ა, № 22, № 23-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ოთხშაბათს, 7 მარტს, დილის 09:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.