დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, კომპანია სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე არსებულ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, 4 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და 24-საათიან რეჟიმში შეასრულებენ.

„სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ნუცუბიძის I-IV მიკრო რაიონებს, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ბანძელაძის, ჟღენტის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, გამრეკელის, თავხელიძის, პიკასოს, ნადირაძის, სანდრო ეულის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს. ზემო ვეძისის დასახლების, ჯებაშვილის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების ნაწილს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუჩების ნაწილს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, მაჭავარიანის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვანის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; ფარნავაზისა და პეტრიწის ქუჩების ნაწილს. სოფელ დიღომში – ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალეს, ხანძთელის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი 7-ს. დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს. ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს. ზაჰესში – წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის და ზინკარის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.