დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, აბასთუმნის ქუჩის №1, №4, №8, აგლაძის ქუჩის №34-1, №34-2, №34-3, №34-4 და სამტრედიის ქუჩის №1კ, №2კ, №3კ, №4კ, №5კ, №6კ-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის VI კვარტლის №3, №4, №5, №6, №7, №11, №12 და №15-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ნაძალადევში, ცოტნე დადიანის II მიკრორაინის №3-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაინის №33 და №34-ში მდებარე და ნუცუბიძის III და IV მიკრორაიონს შორის შპს „ნუცუბიძე პლაზას“ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარედ – უჩა ჯაფარიძის, ლევან ასათიანის, ანდრო ჭილაიას ქუჩებისა და კონსტანტინე კაპანელის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 15:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.