ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა №40-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, დოლიძის ქუჩა №136-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ქავთარაძის ქუჩა №25-2-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა №1-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ნიკო ცხვედაძის ქუჩა №58გ-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, ონიაშვილის ქუჩის №23-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.