“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირი № 64-66-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე. დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ დიღომში, არქანჯელო ლამბერტის ქუჩა № 33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას/ გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 12:00 საათიდან.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 28 თებერვალს დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, ლეონიძის ქუჩა № 9-ში მცხოვრებ მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ “ყაზტრანსგაზ-თბილისში”.