შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის №10, №11, №12 და №24-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას, სადაც გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 12:30 საათზე და დასრულდება 13:00 საათამდე.
ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19 და №23-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას, სადაც გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:30 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე. 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახვევის №5 (ძვ. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №48-3ა), ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევის №6 (ძვ. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №48-4) და ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევის №10-ში (ძვ. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №48-4ბ) მდებარე კორპუსების მოსახლეობას.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ვაზისუბნის I მიკრორაიონის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8ა და №8ბ, ვაზისუბნის III მიკრორაიონის მე-2 კვარტლის №3, №4, №5, №6 და №7 და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მე-2 კვარტლის №1, №2, №7, №12, №13, №14, №15, №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №83, №83-ა, №83-ბ, №83-1, №83-2, №83-3, №83-4, №83-5 და №83-6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.