ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
„10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირი №90-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 13:00 საათზე და დასრულდება 14:00 საათამდე.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, შავიშვილის ქუჩა №1-ში (ქავთარაძის №19) მდებარე შპს „მონოლიტ ჯგუფი“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 12:30 საათზე და დასრულდება 13:00 საათამდე.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.