“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ატენის ქუჩა №18ა-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
კომპანიის ცნობით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის V კვარტლის №5-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად. 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის V კვარტლის №15-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
ასევე დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, ჭიაურელის ქუჩის №3-1, №3-2, გიორგი ტერევენკოს ქუჩის №8, №28, №34, №36, გიორგი ტერევენკოს I შესახვევის №12, №44, ესმა ონიანის ჩიხში I, ლუბლიანას ქუჩის №2, №2-4, №2-6, №2-7, №3, №4, №გ-11, №34, №38, №40, №42-1, №42-2, №44, №11-1, №11-2, №11-3, ბელიაშვილის ქუჩის №22, №22ა, ახმეტელის ქუჩის №10ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ჭიაურელის, გ.ჭოხონელიძის, იოსელიანის, ესმა ონიანის, ლუბლიანას, დავით რონდელის, გ.ტერევენკოს ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება სს „ერისთავის სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს“, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს; შპს „აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრს“, შპს „ჯეო-კლინიკას“, შპს „ოფთალმიჯის“, შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნულ ცენტრს“; რესტორნებს: „ფაეტონი“, “ბაბილო“, „თაღლაურა“, „ოქროს კათხა“, „ყანწი“, „კამერტონი“, „კახელები“, „თაშრე“, „წისქვილი“, „ჭაშნაგირი“, „მუხამბაზი“, „კერია“, „იბერია“, „ტირიფები“, „თამადა“, „უშბა“, „გაგრა“, „იმერული ეზო“ და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება 30 მარტს დილის 10:00 საათიდან და დასრულდება 15:00 საათამდე.