დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
„ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა №40-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, დოლიძის ქუჩა №136-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან, ეტაპობრივად.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ქავთარაძის ქუჩა №25-2-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა №1-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, პარასკევს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ნიკო ცხვედაძის ქუჩა №58გ-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.