დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩის №19, №20, №20ა, №22, ტუსკიას ქუჩის №25, ლიხაურის ქუჩის №45ა, №45ა/35ბ, იყალთოს ქუჩის №4ა, №44ბ/44ა-შე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ დოლიძისა და ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, №162-ე საჯარო სკოლას, №122-ე საბავშვო ბაღს და სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა ზემოაღნიშნულ მისამართებზე დაიწყება 13 ივნისს 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება ნუცუბიძის I მიკრო რაიონის №3, ნუცუბიძის ქუჩის №52, ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის №26ა, IV კვარტლის №13, VII კვარტლის №1, №5ა, №5ბ, №7, №8, №9, №11, №12, №13, №14, №15, №16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:30 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონში, პეკინის №41, №44, შარტავას №41 (ყოფილი ანაგის ქ. № 41 ნაკვეთი 10) №58/7/ №68, №71, კანდელაკის №6ა, №7, №9, №15, №57, მგალობლიშვილის №1, №7, №13, ბუდაპეშტის 1 ჩიხი 3, 1 შეს. 6-8 (ფანჯიკიძის 1 შეს.№ 8 ) ბუდაპეშტის №22 (ფანჯიკიძის ქ. №22), ამხანაგობა „მწვანე ბუდაპეშტი“ საცხოვრებელი კორპუსის, ონიაშვილის №1, №2, №4, №14, №23, №25/27, №26, №30, №31, №34, №57, №61, №62, გაგარინის №1, №7, №4-4, 2 შეს. №2/5 – 4, 4 შეს. №6/8, (შარტავას 4 შეს. 60 -6/8 ), გაგარინის 4 შეს. №2/19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ოსეთის №3 ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, „მედი ქლაბ ჯორჯიას“, №123 საჯარო სკოლას“, საბურთალოს რაიონის პოლიციას და სხვა კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს, 14 ივნისს, 09:00 საათიდან და დასრულდება 16:00 საათზე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.