დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ​გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის IV მიკრორაიონის 4, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109ა, 109ბ, 110ა, 110ბ, 111, 112, გლდანის VI მიკრორაიონის 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 16, 17 კორპუსების, გურამიშვილის გამზირის 15ა, 19, 21, ჭოპორტის ქუჩის 2, 3, 5,7, 9, ლიახვის ქუჩის 1, გვაზაურის ქუჩის 2გას.1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 04 ივნისის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ორხევში, ჩანტლაძის (ყოფილი ახვლედიანის) 1, 2, 3, 9, 14, 16, 18, 18ა, 20, 20ა, 22, 22ა, 24-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 06 ივნისის 10:00 საათიდან და დასრულდება 14:00 საათისთვის. დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში ფორე მოსულიშვილის ქუჩის N 1 (კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ), მოსულიშვილის ქუჩის N 15, ხიზანიშვილის ქუჩის N 45 (ვეკუას ქუჩის N 22), კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ ( მარატ ნოზაძის ქუჩის N 8)-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.