დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გეგმური ​სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, III მასივის მე-3 კვარტალში მდებარე კორპუსების, III მასივის „დ“ ქუჩის №1, №6, №7, №8, მე-10 კვარტალში მდებარე №1 სამხედრო დასახლების, ვარკეთილის ზემო პლატოს №39, №40, №41, №42, №43, №43ა, №43ბ, №51, №51ა, №51ბ, კალოუბნის ქუჩის №22, №24დ2, №26დ3, №28დ4, №30დ5, №32, №32ა, №33, №34, №35, №35ა, №36, №36ა, №38-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, №108 საჯარო სკოლას, საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობას, შპს „იფქლი 1“-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. ასევე გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის III კვარტლის №19, №20, №21, №22, №22ა, №22ბ და №23-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. ასევე 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, ასათიანის ქუჩის №10ა, №12, №14, შალვა ნუცუბიძის ქუჩის №26, №26-2, №28, №30, №32, №34, №34-1, №36-1, №36-2, №38, №40, №42-1, №42-2, №44-1, №44-2, №44-3, №46, №48-1, №48-2, №48-3, №50 და №53-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №41, №42, და თამარაშვილის ქუჩის №1, №3, №5, №7 და №9-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.