დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას  “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, თაყაიშვილის ქუჩის №4, №4ა, ილია ჭავჭავაძის გამზირის №2, №4, №6, №8 და კეკელიძის ქუჩის №-1-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე – გ. ძნელაძის, თარხნიშვილისა და ნიკოლოზ ბერიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან, ეტაპობრივად.

ასევე დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების, ჩოლოყაშვილის ჩიხისა და ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაიონის №15-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება იმავე დღის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.