დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
„ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის №16-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა №16-2-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან, ეტაპობრივად.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩა №9-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაიონის №13-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციაში.