დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოში, ცაგარელის ქუჩა №57-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის III მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში მდებარე №4 კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ბაღდათის (რიჩარდ ჰოლბრუკის) ქუჩა №1, №3, №5, №7, №11-ში მცხოვრებ მოსახლეობას, წერნაკის ქუჩაზე მდებარე შპს „არტ კონსტრაქშენის“-ს საცხოვრებელი კორპუსის და წერნაკის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 18:30 საათზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩის №7, №9, №11 და №13-ში მცხოვრებ მოსახლეობას.

გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე.