დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხუთ დეკემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
დიდუბის რაიონი – საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვანის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს; ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ძმები კარბელაშვილების, ყურაშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს;საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონი – საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.