დედაქალაქის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა № 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩა № 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად. ასევე, 15:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, მაზნიაშვილის ქუჩა № 33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანი № 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

გაზმომარაგება 11:00 საათიდან შეწყდება ვაკის რაიონშიც. კერძოდ, წყნეთში – 9 აპრილის, ჩოლოყაშვილის, კოსტავას, ლესელიძის, ჯავახიშვილის, აღმაშენებლის ქუჩების, ასევე, წყნეთის სატყეო უბნისა და ე.წ ნუშის ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება დღის 17:00 საათიდან.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – აღნიშნულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.